ფეხბურთი | საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრებმა უეფა-ს ტურნირზე ლიეტუვა დაამარცხა #1TVSPORT

23:29, 08.05.2026

საქართველოს 16-წლამდე ფეხბურთელ გოგონათა ნაკრებმა უეფა-ს განვითარების თასზე ლიეტუვა 1:0 დაამარცხა.

გამარჯვების გოლი 81-ე წუთზე ესპანური „ფუენლაბრადა ატლანტისის“ ნახევარმცველმა, ნატალია გუგულაშვილმა გაიტანა.

უეფა-ს განვითარების თასის დასკვნით შეხვედრას საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრები 11 მაისს მასპინძელ აზერბაიჯანის გუნდთან გამართავს.

მსგავსი