ფეხბურთი | საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრებმა უეფა-ს ტურნირზე გამოსვლა მეორე ადგილზე დაასრულა #1TVSPORT
ფეხბურთი | საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრებმა უეფა-ს ტურნირზე გამოსვლა მეორე ადგილზე დაასრულა #1TVSPORT

საქართველოს 16-წლამდე ფეხბურთელ გოგონათა ნაკრებმა უეფა-ს განვითარების თასზე გამოსვლა დაასრულა.

ტატა მატვეევას გაწვრთნილმა გუნდმა ბაქოში სამი შეხვედრა გამართა. სასტარტო შეხვედრაში რუმინეთთან განცდილი მარცხის შემდეგ ქართველმა გოგონებმა ჯერ – ლიეტუვა (1:0), შემდეგ კი მასპინძელი აზერბაიჯანი დაამარცხეს (4:2) და ექვსი ქულით მეორე ადგილზე გავიდნენ.

აზერბაიჯანთან მატჩში საქართველოს ნაკრებიდან გოლები ნინო სხირტლაძემ, მარიამ გასანოვამ, სესილი გაბრელიანმა და ანი დავითულიანმა გაიტანეს.