ფეხბურთი | საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფა-ს განვითარების თასზე ითამაშებს #1TVSPORT
ფეხბურთი | საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფა-ს განვითარების თასზე ითამაშებს #1TVSPORT

საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრები აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქოში გაემგზავრა, სადაც უეფა-ს განვითარების თასზე ითამაშებს. ტურნირი 6-იდან 11 მაისის ჩათვლით გაიმართება. ტატა მატვეევას გაწვრთნილი გუნდი, მასპინძელი აზერბაიჯანის გარდა, რუმინეთსა და ლიეტუვას დაუპირისპირდება.

ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა შემადგენლობა დაასახელა.

მეკარეები: ელენე ბონდარევა („კვარტალი“, თბილისი), თინიკო ჯაიანი („ბათუმი“);

მცველები: ბარბარე მანაგაძე, ელენე თვალჭრელიძე (ორივე – „მართვე“, ქუთაისი), ანასტასია მარგიანი („ვინგსი“), სესილი მასხარაშვილი („რუსთავი“), სესილი სვანიძე („კოლხეთი“, ხობი), ნინი ვეკუა („ნორჩები“, თბილისი), ანი დავითულიანი („ვერე“, თბილისი);

ნახევარმცველები: მარიამ გასანოვა, ანა დოლიშვილი, მარიამ დარჩიაშვილი (სამივე – „კვარტალი“, თბილისი), თამარ მარუაშვილი („მართვე“, ქუთაისი), ნინო სხირტლაძე („რუსთავი“), ნინო აბულაძე („ბათუმი“),ნატალია გუგულაშვილი-აფციაური („ფუენლაბრადა ატლანტისი“, ესპანეთი);

თავდამსხმელები: სოფია წიქარიძე („დინამო“, სოხუმი), სესილი გაბრელიანი („ვერე“, თბილისი).

მატჩების განრიგი:

6 მაისი

12:00 | საქართველო – რუმინეთი

8 მაისი

12:00 | საქართველო – ლიეტუვა

11 მაისი

12:00 | აზერბაიჯანი – საქართველო