ფეხბურთი | საქართველომ, შესაძლოა, მინიფეხბურთში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლოს #1TVSPORT
ფეხბურთი | საქართველომ, შესაძლოა, მინიფეხბურთში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლოს #1TVSPORT

საქართველომ, შესაძლოა, მინიფეხბურთში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლოს – ამის შესახებ საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფი მინიფეხბურთის მსოფლიო და ევროპის ფედერაციების პრეზიდენტების, ფილიპ ჯუდასა და პეტერ კრალიკის ვიზიტის დროს გახდა ცნობილი.

სტუმრები სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტს, ზაზა ზამთარაძეს, ტექნიკურ დირექტორს, გოჩა თამაზაშვილსა და საქართველოს მინიფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტს, ოთარ აბულაძეს შეხვდნენ. განხილვის მთავარი თემა საქართველოში მინიფეხბურთის განვითარების ტემპები და სამომავლო პერსპექტივები იყო.

საქართველოს მინიფეხბურთის ნაკრები აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო ტურნირებში. გუნდი ამჟამად მსოფლიო რეიტინგში მე-14 საფეხურზეა, ითამაშა მსოფლიოს სამ და ევროპის ორ ჩემპიონატზე.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მაღალი რანგის საერთაშორისო ტურნირების საქართველოში ჩატარების პერსპექტივაზე, მათ შორის, 2028 წელს ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის შესაძლებლობაზე.