ფეხბურთი | „სამგურალმა“ თურქულ შეკრებაზე „ალაშკერტი“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
წყალტუბოს „სამგურალმა“ თურქულ შეკრებაზე პირველი ამხანაგური შეხვედრა სომხურ „ალაშკერტთან“ გამართა და მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა – 3:1.
პირველ ტაიმში ანგარიში ნიკა ხორხელმა გახსნა, შესვენების შემდეგ ცოტნე ბერელიძემ „სამგურალის“ უპირატესობა ორამდე გაზარდა, მესამე გოლი კი სომხეთის ჩემპიონატის მეოთხეადგილოსანს ჯეფინიომ გაუტანა.
„სამგურალი“ თურქულ შეკრებაზე შემდეგ შეხვედრას 12 თებერვალს ტაშკენტის „ლოკომოტივთან“ გამართავს.