ფეხბურთი | საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში პსჟ „ფლამენგოს“ შეხვდება #1TVSPORT
ფეხბურთი | საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში პსჟ „ფლამენგოს“ შეხვდება #1TVSPORT

ცნობილი გახდა ფიფა-ს საკონტინენტთაშორისო თასის მეორე ფინალისტი. კატარში გამართულ ნახევარფინალურ შეხვედრაში ბრაზილიისა და კოპა ლიბერტადორესის ახალმა ჩემპიონმა, „ფლამენგომ“ აფრიკის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ეგვიპტის „პირამიდსი“ 2:0 დაამარცხა და ფინალში გავიდა.

ორივე შემთხვევაში გოლი სტანდარტული მდგომარეობიდან გავიდა ჯორჯიან დე არასკაეტას ჩაწოდებების შემდეგ. 21-ე წუთზე ანგარიში გახსნა ლეო პერეირამ, 54-ე წუთზე მეორე გოლი დანილომ გაიტანა.

17 დეკემბერს ფინალში „ფლამენგო“ „პარი სენ-ჟერმენს“ შეხვდება, რომელიც თავისუფალი იყო წინასწარი მატჩებისგან.

შეგახსენებთ, რომ ფიფა-მ საკონტინენტთაშორისო თასი 2023 წელს აღადგინა საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის რეორგანიზაციის შემდეგ.