ფეხბურთი | საბა საზონოვმა, შესაძლოა, კარიერა „ფიორენტინაში“ გააგრძელოს #1TVSPORT
ფეხბურთი | საბა საზონოვმა, შესაძლოა, კარიერა „ფიორენტინაში“ გააგრძელოს #1TVSPORT

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „ტორინოს“ მცველმა, საბა საზონოვმა, შესაძლოა, კარიერა „ფიორენტინაში“ გააგრძელოს, – ინფორმაციას გამოცემა Corriere dello Sport-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, „ტორინო“ სატრანფერო „ფანჯრის“ დახურვამდე „ფიორენტინიდან“ ლუკა რანიერის გადაბირებას შეეცდება და მზად არის, გარიგებაში საზონოვი და კრისტიანო ბირაგი ჩართოს. თავის მხრივ, ფლორენციული კლუბი რანიერის სანაცვლოდ 10 მილიონ ევროს ითხოვს.

საბა საზონოვს მიმდინარე სეზონში „ტორინოს“ შემადგენლობაში არ უთამაშია და გუნდის მთავარ მწვრთნელს, მარკო ბარონის მასთან გამომშვიდობება სურს.

საქართველოს ნაკრების 23 წლის მცველი გასულ ზაფხულს „ემპოლიში“ იყო განათხოვრებული, თუმცა მძიმე ტრავმის გამო არ უთამაშია.