საბა საზონოვი „ტორინოს“ განაცხადში დააბრუნეს, – ამის შესახებ საქართველოს ნაკრების 23 წლის ცენტრალურ მცველზე ტურინელთა მთავარმა მწვრთნელმა, მარკო ბარონიმ იტალიის სერია A-ს მორიგი ტურის წინ ისაუბრა, რომელსაც ტურინული გუნდი „სასუოლოსთან“ ჩაატარებს.
„გადავწყვიტეთ, საბა საზონოვი „ტორინოს“ განაცხადში დაგვებრუნებინა. ბოლო პერიოდში ის სრული დატვირთვით ვარჯიშობდა და მზად არის, მოედანზე გავიდეს და გუნდს დაეხმაროს.
საბა „ტორინოდან“, ფაქტობრივად, წასული იყო, თუმცა ვითარება შეიცვალა და ახლა კვლავ ჩვენი გუნდის სრულფასოვანი წევრია. ამიტომ მისი სამატჩო განაცხადში დაბრუნება სწორი გადაწყვეტილებაა. საზონოვმა ეს დაიმსახურა“, – განაცხადა ბარონიმ.
საბა საზონოვი „ტორინოს“ 2023 წელს მოსკოვის „დინამოდან“ შეუერთდა, თუმცა არასაკმარისი სათამაშო პრაქტიკის გამო „ემპოლიში“ გაანათხოვრეს. იტალიურ კლუბში ქართველი მცველი დაშავდა და დიდი დრო გაუცდა. მოედანზე ის ევრო 2025-ზე საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში დაბრუნდა, თუმცა კვლავ ტრავმა მიიღო, რის შემდეგაც აღარ უთამაშია.