ფეხბურთი | საბა ლობჟანიძე MLS-ის კვირის ნაკრებში მოხვდა #1TVSPORT
საბა ლობჟანიძე MLS-ის (აშშ-ს ჩემპიონატი) ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა – ქართველი შემტევი ნახევარმცველი რჩეულებში ანალიტიკურმა ინტერნეტპორტალმა, sofascore-მა დაასახელა.
31 წლის ლობჟანიძემ მეიჯორ ლიგის მე-10 ტურში „მონრეალთან“ დუბლი შეასრულა და „ატლანტა იუნაიტედის“ საშინაო შეხვედრის მოგებაში მთავარი როლი ითამაშა – 3:1. sofascore-მა მას 9,2 ქულა დაუწერა, რაც იდეალურთან მიახლოებული შეფასებაა.
აღსანიშნავია, რომ „ატლანტა იუნაიტედის“ ქართველი შემტევის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში ამ მატჩამდე გოლი და საგოლე გადაცემა არ იყო და თავი პირველად გამოიჩინა.