ფეხბურთი | საბა კვირკველიამ სადებიუტო შეხვედრაში დუბლი შეასრულა და მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა #1TVSPORT
ფეხბურთი | საბა კვირკველიამ სადებიუტო შეხვედრაში დუბლი შეასრულა და მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა #1TVSPORT

საბა კვირკველიამ „ტოქტოგულში“ სადებიუტო მატჩი ჩაატარა და „ილბირსთან“ შეხვედრის მოგებაში (3:2) მთავარი როლი შეასრულა.

ქართველი მცველის გუნდი პირველი ტაიმის შემდეგ 0:1 აგებდა. კვირკველიამ 53-ე წუთზე, კუთხურის გათამაშების შემდეგ ანგარიში გაათააბრა, 68-ე წუთზე (ანგარიში 2:2 იყო) კი დუბლი შეასრულა და გუნდს მოაგებინა.

ეს საბა კვირკველიას კარიერაში პირველი დუბლი იყო – იგი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.