ფეხბურთი | საბა კვირკველია ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა #1TVSPORT

13:40, 10.03.2026

საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა – რჩეული თერთმეტეული გამოცემა 442kyrgyzstan-მა დაასახელა.

საქართველოს ნაკრების მცველმა ყირგიზეთის ჩემპიონატში, „ტოქტოგულში“ შესანიშნავი სადებიუტო მატჩი ჩაატარა. „ილბირსთან“ კარიერაში პირველად დუბლი შეასრულა და დაძაბული შეხვედრის (3:2) მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

აღსანიშნავია, რომ სიმბოლურ ნაკრებში, კვირკველიას გარდა, „ტალანტ ბეშ-კუნგოუს“ მოთამაშე ვლადიმირ კობახიძე მოხვდა. 26 წლის ნახევარმცველი რუსეთშია დაბადებული და აღზრდილი, კარიერაც იქ დაიწყო. კობახიძემ მეორე ტურში „აზია ტალასს“ გოლი გაუტანა.

მსგავსი