ფეხბურთი | საბა ხარებაშვილი სექტემბრიდან „ბაშაქშეჰირში“ ითამაშებს #1TVSPORT
საბა ხარებაშვილი ახალი სეზონიდან კარიერას თურქეთის სუპერლიგის კლუბ „ბაშაქშეჰირში“ გააგრძელებს – ინფორმაცია „დინამო თბილისის“ პრესსამსახურმა დაადასტურა.
საბა თურქულ კლუბს მიმდინარე წლის სექტემბრიდან შეუერთდება.
17 წლის საბა ხარებაშვილი „დინამო თბილისის“ აკადემიის აღზრდილია, მთავარ გუნდში კი 2024 წელს დააწინაურეს.
2024 წლის 11 ივლისს ხარებაშვილმა კონფერენს ლიგაზე ითამაშა და უეფა-ს საკლუბო ტურნირების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა, რომელიც მოედანზე გავიდა – 15 წლის, 10 თვის და 8 დღის.
2024 წლის სეზონის ბოლოს ხარებაშვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ 17-წლამდელთა შორის წლის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა და ალექსანდრე ჩივაძის სახელობის ოქროს მედლით დააჯილდოვა.
საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში თამაშის შემდეგ ხარებაშვილმა 2025 წლის ივნისში ფარერის კუნძულების წინააღმდეგ ეროვნულ ნაკრებში ამხანაგური მატჩი ჩაატარა და ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა (16 წლის, 9 თვის და 2 დღის), ვისაც „ჯვაროსნების“ შემადგენლობაში უთამაშია.