ფეხბურთი | რვა თვის შემდეგ გიორგი ჩაკვეტაძე მოედანზე დაბრუნდა #1TVSPORT
გიორგი ჩაკვეტაძე რვათვიანი პაუზის შემდეგ მოედანზე დაბრუნდა და „უოტფორდის“ შემადგენლობაში „პრესტონთან“ გამართულ მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ფრედ, 1:1 დასრულდა.
საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ბოლოს „უოტფორდის“ მაისურით 4 აპრილს „ბრისტოლ სიტის“ წინააღმდეგ ითამაშა და 31-ე წუთზე ტრავმის გამო შეცვალეს. ჩაკვეტაძე ინგლისის ჩემპიონშიპის მე-17 ტურის შეხვედრაში მოედანზე 74-ე წუთზე გამოჩნდა.
17 ტურის შემდეგ „უოტფორდი“ 24 ქულით მე-12 პოზიციაზე იმყოფება.