ფეხბურთი | „რუსთავმა“ ბრაზილიელი ლეგიონერი ჯაქსონ კენიო დაიმატა #1TVSPORT
საფეხბურთო კლუბ „რუსთავში“ ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველი, 27 წლის ჯაქსონ კენიო ითამაშებს, რომელიც კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
„რუსთავის“ ახალწვეულმა კარიერა ბრაზილიაში დაიწყო – თამაშობდა „იპირანგაში“ (ბრაზილია), „ვორვარტს შტაირში“ (ავსტრია), „მურისში“ (ბრაზილია), „ეგნატიაში“ (ალბანეთი). 2023 წლის 10 ივლისს ალბანურმა კლუბმა კენიო 400 ათას ევროდ თურქულ „ისტანბულსფორში“ გაუშვა.
2025 წლიდან ბრაზილიელი ფეხბურთელი ლატვიაში გადავიდა, სადაც ჯერ რფს-ის მოთამაშე გახდა, ზაფხულში კი „აუდაში“ ჩაირიცხა და გუნდთან ერთად ლატვიის თასი მოიგო.