ფეხბურთი | „რუსთავი“ ახალი სეზონისთვის თურქეთში ემზადება #1TVSPORT
ფეხბურთი | „რუსთავი“ ახალი სეზონისთვის თურქეთში ემზადება #1TVSPORT

ეროვნულ ლიგაში დაბრუნებული „რუსთავი“ თურქეთში გაემგზავრა და ახალი სეზონისთვის შეცვლილი შემადგენლობით ემზადება.

გუნდი დატოვეს ლევან შოვნაძემ, გილერმე სოუზამ, ლუკა ჩოხელმა, ამირან დევიძემ, გიორგი ჯალაღონიამ, ზაურ სიჭინავამ, როინ ოდიშელიძემ, თორნიკე გულიაშვილმა და გიორგი სულაქველიძემ.

„რუსთავში“ არაერთი ახალწვეულია – დევიდ ოლივეირა, მანუელ პამი, როლანდ ჯობავა, ავთანდილ მაშავა, ნიკიტა სლავიცკი, ნიკოლოზ ჩიქოვანი, ნიკოლოზ ქუთათელაძე.

საბოლოოდ გადაწყდა, რომ რუსთავში რვა ათას მაყურებელზე გათვლილი უეფა-ს მე-4 კატეგორიის სტანდარტების სტადიონი აშენდება, რომელსაც ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს.

ამ ეტაპზე სტადიონის პროექტირება მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგაც მუნიციპალური განვითარების ფონდი საამშენებლო ტენდერს გამოაცხადებს.