ფეხბურთი | „რომა“ მოჰამედ სალაჰის დაბრუნებით დაინტერესდა #1TVSPORT
ფეხბურთი | „რომა“ მოჰამედ სალაჰის დაბრუნებით დაინტერესდა #1TVSPORT

„ლივერპულის“ ლიდერი მოჰამედ სალაჰი, შესაძლოა, კვლავ „რომაში“ აღმოჩნდეს, – ინფორმაციას გამოცემა Tutto Mercato ავრცელებს.

წყაროს ცნობით, რომაულ კლუბს ეგვიპტელი ფეხბურთელის იჯარით დამატება სურს, ხოლო „ლივერპული“ მის გაშვებას არ გამორიცხავს, რაც შეთანხმების მიღწევის შანსს ზრდის.

იმ შემთხვევაში, თუ სალაჰი იტალიურ გუნდში დაბრუნებაზე თანხმობას განაცხადებს, დიდი ალბათობით, ხელფასის შემცირება მოუწევს – ამჟამად ის სეზონში, დაახლოებით, 24 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, რაც „რომასთვის“ ხელმისაწვდომი არ არის.

სალაჰი „რომას“ მაისურს 2015-2017 წლებში ატარებდა და ამ პერიოდში ჩატარებულ 65 მატჩში 29 გოლი გაიტანა.