ფეხბურთი | რობინ ვან პერსის ვაჟმა 2 წუთში ქუსლით და „მაკრატელათი“ გაიტანა, მაგრამ „ფეიენოორდი“ წაგებას ვერ გადაარჩინა [ვიდეო] #1TVSPORT
ფეხბურთი | რობინ ვან პერსის ვაჟმა 2 წუთში ქუსლით და „მაკრატელათი“ გაიტანა, მაგრამ „ფეიენოორდი“ წაგებას ვერ გადაარჩინა [ვიდეო] #1TVSPORT

ნიდერლანდების ერედივიზიონის მე-19 ტურის მატჩში როტერდამის „ფეიენოორდმა“ საკუთარ მოედანზე 3:4 წააგო თანაქალაქელ „სპარტასთან“.

„ფეიენოორდი“ 87-ე წუთზე 1:3-ს აგებდა, როცა მთავარმა მწვრთნელმა, ნიდერლანდების ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა, რობინ ვან პერსიმ მოედანზე გამოიყვანა თავისი ვაჟი შაკილ ვან პერსი, რომელმაც ორი წუთის ინტერვალით ჯერ – ქუსლით, შემდეგ „მაკრატელათი“ გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა.

19 წლის ფორვარდის ძალისხმევის მიუხედავად, „ფეიენოორდმა“ მე-3 კომპენსირებულ წუთზე გაუშვა გოლი და 3:4 დამარცხდა.