ფეხბურთი | რობერტ ლევანდოვსკი - კარიერის დასრულების არ მეშინია #1TVSPORT
„ბარსელონას“ ფორვარდმა, რობერტ ლევანდოვსკიმ კარიერის შესაძლო დასრულებაზე ილაპარაკა.
„მე არ მეშინია კარიერის დასრულების, რადგან დავიწყე ამისთვის მომზადება. ვემზადები იმისთვის, რისი გაკეთება შემეძლება ფეხბურთის შემდეგ.
ვიცოდი, რომ ფეხბურთი ჩემი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, მაგრამ არ არის მთელი ჩემი ცხოვრება, განსაკუთრებით ახლა.
ახალგაზრდობაში ამაზე არ მიფიქრია, რადგან ჩემს გონებაში მხოლოდ ფეხბურთი იყო. მაგრამ ახლა მესმის, რომ ძალიან ახლოს ვარ კარიერის დასრულებასთან. არ ვიცი რამდენი რჩება – ერთი, ორი, სამი ან ოთხი წელი, მაგრამ არ ვგრძნობ არანაირ წნეხს.
თუ ერთხელ ყურს დავუგდებ საკუთარ სხეულს და ვიგრძნობ, რომ რაღაც შეიცვალა, მაშინ მზად ვიქნები კარიერის დასრულებისთვის“ – განაცხადა ლევანდოვსკიმ პოდკასტში High Performance.
37 წლის ფეხბურთელის მოქმედი ხელშეკრულება „ბარსელონასთან“ 2026 წლის ზაფხულამდეა ძალაში.