ფეხბურთი | „რეალი“ სადებიუტო მატჩის შემდეგ ალვარო არბელოას გათავისუფლებაზე ფიქრობს #1TVSPORT
მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობა არ მოერიდება მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ალვარო არბელოას ნაადრევ გაშვებას, თუ მიიიჩნევს, რომ ეს სპეციალისტი არ გამოდგება პირველი გუნდისთვის. მიუხედავად ესპანეთის თასზე მტკივნეული მარცხისა, კლუბში მიიჩნევენ, რომ არბელოა იმსახურებს კიდევ ერთ მატჩს, სანამ მიღებული იქნება საბოლოო გადაწყვეტილება, – იტყობინება გამოცემა The Touchline-ი.
მთავარი მწვრთნელის პოსტზე არბელოას სადებიუტო მატჩში „რეალი“ ესპანეთის თასის მერვედფინალში „ალბასეტესთან“ 2:3 დამარცხდა.
ალვარო არბელოამ გუნდი 13 იანვარს, ჩაბი ალონსოს გათავისუფლების შემდეგ ჩაიბარა.