ფეხბურთი | „რეალი“ მზად არის, კამავინგა გაყიდოს #1TVSPORT

21:54, 16.12.2025

მადრიდის „რეალი“ განიხილავს 23 წლის ნახევარმცველის ედუარდო კამავინგას გაყიდვის შესაძლებლობას. ამის მიზეზი ფეხბურთელის ხშირი ტრავმიანობაა. დედაქალაქური კლუბი მზად არის, განიხილოს 100 მილიონ ევროსთან მიახლოებული წინადადებები, – წერს გამოცემა Defensa Central.

წყაროს ცნობით, მიმდინარე სეზონის მსვლელობისას ფრანგ ფეხბურთელს შეუძლია დაამტკიცოს, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მისი პრობლემები უკან დარჩა. 2025 წლის აგვისტოდან მოყოლებული, ფრანგმა ფეხბურთელმა კოჭის ტრავმის გამო 48 დღე გამოტოვა. ამ სეზონში კამავინგამ ყველა ტურნირზე 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ორი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მისი მოქმედი ხელშეკრულება „რეალთან“ 2029 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

აღნიშნავენ, რომ კამავინგას შესაძლო გაყიდვიდან მიღებული ფულის ინვესტირებას „რეალი“ სხვა ნახევარმცველის შეძენაში აპირებს.

მსგავსი