რატი არდაზიშვილი კარიერას ჩინურ კლუბ „გუანგი ჰენგჩენში“ გააგრძელებს – ინფორმციას ჩინური მედია ავრცელებს.
„გუანგი ჰენგჩემა“ მეორე ლიგის სამხრეთ ზონაში გაიმარჯვა და პირველ ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა.
27 წლის არდაზიშვილმა კარიერა „ლოკომოტივში“ დაიწყო. ასევე უთამაშია საჩხერის „ჩიხურაში“, ლვოვის „რუხში“, „თელავში“, ყაზახურ „კასპიისა“ და „ჟეტისუში“, ლატვიურ „ლიეპაიაში“, „სამტრედიასა“ და აზერბაიჯანულ „ქიაფაზში“, ბოლოს კი „გაგრაში“ გამოდიოდა.
არდაზიშვილი საქართველოს ყველა ასაკობრივი (U17, U19, U21) ნაკრების წევრი იყო. 19-წლამდელთა ნაკრებში 2017 წელს თბილისში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე უნდა ეთამაშა, მაგრამ მის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე მიღებული მძიმე ტრავმის გამო ტურნირი გამოტოვა.
დასრულებულ სეზონში ჩინეთის საუკეთესო მოთამაშედ ვაკო ყაზაიშვილი აღიარეს, რომელიც ამ ქვეყნის ჩემპიონატში მოთამაშე ერთადერთი ქართველი ფეხბურთელი იყო – „შანდუნ ტაიშანის” ლიდერმა გასულ სეზონში 27 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.