ფეხბურთი | „რასინგის“ მწვრთნელი - გულიაშვილის დამატება ზაფხულშიც გვსურდა #1TVSPORT
ფეხბურთი | „რასინგის“ მწვრთნელი - გულიაშვილის დამატება ზაფხულშიც გვსურდა #1TVSPORT

სანტანდერისრასინგის“ მთავარმა მწვრთნელმა, ხოსე ალბერტო ლოპესმა კომენტარი გააკეთა გიორგი გულიაშვილის ტრანსფერზე და იმედი გამოთქვა, რომ ქართველი თავდამსხმელი გუნდს ლა ლიგაში გადასვლაში დაეხმარება.

„სარაევოს“ 24 წლის კაპიტნის ტრანსფერის შესახებ „რასინგმა“ ოფიციალურად დღეს გამოაცხადა – ქართველმა თავდამსხმელმა ესპანურ კლუბთან კონტრაქტი 2029 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.

„გიორგი გულიაშვილის დამატება ზაფხულშიც ვცადეთ, მაგრამ მაშინ ეს არ მოხერხდა, ახლა კი ყველაფერი მოგვარდა. მას შეუძლია თამაში როგორც ფლანგზე, ასევე თავდამსხმელად. ის ძალიან აგრესიული და მიზანდასახულია. ამავე დროს, აქვს ბურთის გატანის კარგი უნარი, შეუძლია პარტნიორებისთვის შესანიშნავი შორეული გადაცემების გაკეთება“, – განაცხადა ხოსე ალბერტო ლოპესმა.

ლა ლიგა 2-ში ჩატარებული 20 ტურის შემდეგ სანტანდერის „რასინგს“ 38 ქულა აქვს, პირველ ადგილზეა და ლა ლიგაში გადასვლის რეალური კანდიდატია.