ფეხბურთი | რამაზ სვანაძე - გერმანიის სახით ევროპაში ერთ-ერთ გამორჩეულ 21-წლამდელთა გუნდს ვეთამაშებით #1TVSPORT
საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები 18 ნოემბერს ევრო 2027-ის შესარჩევი ეტაპის მატჩში გერმანიის ნაკრებს უმასპინძელბს – შეხვედრა მიხელ მესხის სახელობის სტადიონზე 21:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთვზებთ.
მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ და ფეხბურთლმა ნიკოლოზ დადიანმა პრესკონფერენცია გამართეს.
რამაზ სვანაძე – „გერმანიის სახით ევროპაში ერთ-ერთ გამორჩეულ 21-წლამდელთა ნაკრებს ვეთამაშებით. ძლიერ გუნდებთან ადრეც გვითამაშია და ერთსულოვნების ხარჯზე შედეგსაც მივაღწიეთ, ვცდილობთ, რომ მზად ვიყოთ ნებისმიერი გამოწვევისთვის. ევროპის ჩემპიონატზე გასვლა გვინდა, ჩვენ მაქსიმუმს ვეცდებით, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყოველთვის ვერ გავალთ.
21-წლამდელთა ნაკრებს ორი ძირითად მიმართულება აქვს – პირველი, ეროვნული ნაკრებისთვის ფეხბურთელების მომზადება და მეორე – შედეგი. ყოველ ორ წელიწადში ახალ ფეხბურთელებთან გვიწევს მუშაობა, მათ გუნდში ინტეგრაციისთვის დრო სჭირდებათ.
ახალგაზრდული ნაკრები, დიდი ხანია, ოთხმცველიანი ტაქტიკით თამაშობს. მაგრამ მეტოქიდან და ჩვენი შემადგენლობიდან გამომდინარე, შესაძლოა, ხანდახან ძველ სისტემას დავუბრუნდეთ და სამი მცველით ვითამაშოთ“.
ნიკოლოზ დადიანი – „საბერძნეთთან პირველ ტაიმში ცუდად არ გვითამშია, მაგრამ არ ვართ შეჩვეულები ასეთ თამაშსა და ტემპს და მეორე ტაიმში დაღლილობა დაგვეტყო.
საბერძეთთან მარცხის მიუხედავად, გუნდში კარგი განწყობაა. ყველას გააზრებული გვაქვს, რომ გერმანიის სახით ძლიერი მეტოქე გვყავს. მადლობა ქართველ გულშემატკივრებს საბერძეთში თამაშზე მოსვლისთვის, ქომაგების მხარდაჭერის იმედი თბილისშიც გვაქვს“.