ფეხბურთი | ქართველი ლეგიონერების შედეგიანი უქმეები #1TVSPORT
ფეხბურთი | ქართველი ლეგიონერების შედეგიანი უქმეები #1TVSPORT

გასული უქმეები წარმატებული გამოდგა ქართველი ფეხბურთელებისთვის. ტოპლიგებში ბურთები გაიტანეს ბუდუ ზივზივაძემ, გიორგი ქვილითაიამ და ხვიჩა კვარაცხელიამ, სლოვაკეთში ნიკა ხორხელმა ​დუბლი შეასრულა, ოთარ კიტეიშვილმა თავი ავსტრიაში გამოიჩინა, ხოლო გიორგი გულიაშვილმა – ესპანეთის ლა ლიგა 2-ში.

ქართველი ლეგიონერებმა თავი ევროპისა და აზიის კონტინეტის სხვადასხვა ქვეყნებშიც გამოიჩინეს. ესტონეთის პრემიუმ ლიგაში „ნარვას“ მცველმა, შალვა ბურჯანაძემ საშინაო მატჩში „კურესაარეს“ გაუტანა, მაგრამ მისი გუნდი მაინც დამარცხდა – 1:2. ეს ქართველი მცველისთვის მიმდინარე სეზონში პირველი გოლი იყო, ამას გარდა, ბურჯანაძის ანგარიშზე საგოლე გადაცემაც არის.

ყირგიზეთის პრემიერ ლიგის მე-7 ტურში კოჩკორ-ატასნეფთჩიმ“ „აზია ტალასთან“ საშინაო მატჩი 0:1 წააგო. მატჩის ბედი 22 წლის ლადო ოდიშვილმა გადაწყვიტა – „თელავის“ ყოფილმა მცველმა მასპინძლებს 86-ე წუთზე გაუტანა.

სამხრეთ კორეის K League 2-ში „გიმჰეს“ თავდამსხმელმა, ბექა მიქელთაძემჩენგჯუს“ გასვლით მატჩში გაუტანა და გუნდს ქულის მოპოვებაში დაეხმარა – 1:1. საქართველოს ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა მეტოქის კარი 90+6-ე წუთზე აიღო.