ფეხბურთი | ქართველების გოლები ევროპაში - გელაშვილმა საბერძნეთში გაიტანა, ეგოიანმა - ნიდერლანდებში #1TVSPORT
ფეხბურთი | ქართველების გოლები ევროპაში - გელაშვილმა საბერძნეთში გაიტანა, ეგოიანმა - ნიდერლანდებში #1TVSPORT

ივა გელაშვილმა საბერძნეთის სუპერლიგაში სადებიუტო გოლი გაიტანა და „პანსერაიკოსს“ „კიფისიასთან“ საშინაო შეხვედრის მოგებაში დაეხმარა – 2:1.

მე-17 ტურის შეხვედრაში „პანსერაიკოსი“ თავიდან აგებდა, მაგრამ 59-ე წუთზე „იბერიის“ და ახალგაზრდული ნაკრების ყოფილმა მცველმა ანგარიში გაათანაბრა.

90+2-ე წუთზე მასკანაკისმა გამარჯვების გოლი გაიტანა და „პანსერაიკოსმა“ სეზონში მეორე გამარჯვება მოიპოვა. გელაშვილმა შეუცვლელად ითამაშა და საკმაოდ მაღალი შეფასება მიიღო – 7,3 ქულა.

ნიდერლანდების ჩემპიონატში ირაკლი ეგოიანმა „ტელსტარს“ გაუტანა და „ექსელსიორს“ ქულის გადარჩენაში დაეხმარა – 2:2.

ერედივიზიონის (ნიდერლანდების ჩემპიონატი) მე-19 ტურის საშინაო დაპირისპირებაში „ექსელსიორი“ ორი ბურთით ჩამორჩა, მაგრამ ქულის გადარჩენა მაინც შეძლო – 75-ე წუთზე სხვაობა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველმა შეამცირა, 81-ე წუთზე კი ნოა ნაიოკსმა ანგარიში გაათანაბრა.

ირაკლი ეგოიანის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.