ფეხბურთი | ქართველები სლოვაკეთში – „დუნაისკა სტრედამ“ მოიგო – კაპანაძემ 90 წუთი ითამაშა #1TVSPORT

23:40, 21.02.2026

სლოვაკეთის ჩემპიონატში ცოტნე კაპანაძისა და გიორგი გაგუას „დუნაისკა სტრედამ“ „სკალიცას“ უმასპინძლა და 3:2 მოიგო. ქართველებიდან კაპანაძემ ითამაშა, გაგუა კი ტრავმირებულია.

თორნიკე ძოწენიძის „მიხალოვცე“ გია ნადარეიშვილის „ტრენჩინს“ ესტუმრა და დაძაბულ დაპირისპირებაში 2:1 დაამარცხა. მასპინძელთა ქართველ ნახევარმცველს არ უთამაშია, ძოწენიძემ კი სტუმართა რიგებში მატჩი შეუცვლელად ჩაატარა და 7,6 შეფასებით სტუმართა შორის ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

ლუკა ხორხელისა და გიორგი მოისწრაფიშვილის ტრნავის „სპარტაკი“ მოულოდნელად შინ „პოდბრეზოვასთან“ დიდი ანგარიშით დამარცხდა – 0:5. ქართველებიდან მხოლოდ ხორხელმა ითამაშა, რომელიც 54-ე წუთზე შეცვალეს.

დუნაისკა სტრედამ“ 42 ქულა დააგროვა და გურამ კაშიას „სლოვანს“ გაუთანაბრდა – ბრატისლაველები ტურის მატჩს 22 თებერვალს გამართავენ.

მსგავსი