ფეხბურთი | ქართულმა კლუბებმა თურქულ შეკრებაზე ამხანაგური მატჩები გამართეს #1TVSPORT
წყალტუბოს „სამგურალმა“ შეკრებაზე მეოთხე საკონტროლო მატჩი მოლდოვურ „პეტროკუბთან“ (მწვრთნელი შოთა მახარაძე) ჩაატარა და 1:1 დაასრულა. ანგარიში მოლდოველებმა გახსნეს, „სამგურალმა“ 89-ე წუთზე საბა ჩხეტიანის მიერ გატანილი ბურთით გაათანაბრა.
„დინამო თბილისი“ უზბეკურ „ნოვბახორს“ შეხვდა, სადაც „იბერიიდან“ გადასულმა გიორგი ჯგერენაიამ ითამაშა. მე-13 წუთზე თბილისელთა შეტევა პორტუგალიელმა გარემარბმა, რუი მონტეირუმ დააგვირგვინა. უზბეკებმა კი 90+4-ე წუთზე, სტანდარტული მდგომარეობის შესრულების შემდეგ გაათანაბრეს და საბოლოოდ – 1:1.
1:1 დასრულდა „სპაერისა“ და ყირგიზული „ილბირსის“ დაპირისპირებაც. ეროვნული ლიგის დებიუტანტის რიგებში თავი თამაზ ცეცხლაძემ გამოიჩინა.
ბათუმის „დინამო“ უზბეკურ „სოგდიანას“ შეხვდა და 0:2 დამარცხდა.