ფეხბურთი | ქართულმა გუნდებმა თურქეთში ამხანაგური შეხვედრები გამართეს #1TVSPORT
ქართული საფეხბურთო გუნდები 2026 წლის სეზონისთვის მზადებას აგრძელებენ და ამხანაგურ მატჩებს ატარებენ.
თურქულ შეკრებაზე „დინამო თბილისი“ ლატვიის ჩემპიონატის მეხუთეადგილოსან „აუდას“ დაუპირისპირდა და 0:1 დამარცხდა. ბალტიისპირელებმა ანგარიში პირველ ტაიმში გახსნეს. მიუხედავად მცდელობისა, თბილისელებმა მატჩის გადარჩენა ვერ მოახერხეს.
ბათუმის „დინამო“ ამხანაგურ მატჩში ფერგანის „ნეფტჩის“ შეხვდა და 1:4 წააგო. ბელექში გამართული შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, თუმცა შესვენების შემდეგ უზბეკურმა გუნდმა უპირატესობა მოიპოვა და დამაჯერებლად იმარჯვა.
ანთალიურ შეკრებაზე „თელავმა“ პირველი სპარინგმატჩი ოსტრავის „ბანიკთან“ ჩაატარა და 0:1 დამარცხდა. შეხვედრის ერთადერთი გოლი მატიას ბიტამ მე-5 წუთზე გაიტანა.