ფეხბურთი. ქართული ლეგიონი - გოლები, საგოლეები და სიმბოლურები
ფეხბურთი. ქართული ლეგიონი - გოლები, საგოლეები და სიმბოლურები

მიმდინარე კვირაში ქართველმა ფეხბურთელებმა უცხოურ ლიგებში თუ თასზე მორიგი შეხვედრები ჩაატარეს.

სლოვაკეთი

გიორგი ბერიძის “ტრენჩინმა” სლოვაკეთის სუპერლიგის მე-18 ტურში სტუმრად ბრატისლავას “სლოვანთან” 1:1 ითამაშა. ბერიძე ტრენჩინელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 90 წუთი იყო. მისი გუნდი 26 ქულით მე-7 ადგილზეა.

რუმინეთი

რუმინეთის თასის გათამაშებას 1/8-ფინალურ ეტაპიდან ნიკა ძალამიძის ბუქარესტის „იუვენტუსი“ ლიგა 2-ის ლიდერს, სიბიუს „ჰერმანშტადტს“ ესტუმრა და 0:2 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა. 25 წლის ქართველმა შეუცვლელად ითამაშა.

რუმინეთის ლიგა 1-ს მე-20 ტურში კი ”იუვენტუსი” ბუქარესტის ”სტიაუას” ესტუმრა და ამჯერადაც წააგო – 0:4. ძალამიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 83-ე წუთზე შეცვალეს. 20 ტურის შემდეგ ”იუვენტუსი” 9 ქულით ბოლო, მე-14 ადგილზეა.

პოლონეთი

პოლონეთის ექსტრაკლასას მე-18 ტურში ერთმანეთს ქართველების გუნდები დაუპირსპირდნენ: გიორგი მერებაშვილის პლოცკის “ვისლამ” შინ ლუკა ზარანდიას “არკა” 2:0 დაამარცხა.

მერებაშვილმა შეუცვლელად ითამაშა და 64-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. 32-ე წუთზე პენალტი მოიპოვა, რომელიც მისმა თანგუნდელმა ვერ გამოიყენა. თუმცა 10 წუთში საგოლე პასი შეასრულა და პლოცკელებმა სხვაობა ორამდე გაზარდეს – 2:0. მატჩი ასეც დასრულდა. ლუკა ზარანდია “არკას” ძირითად შემადგენლობაში იყო და მეორე ტაიმში შეცვალეს.

კვლავ დამარცხდა ქართველების „პოგონი“, რომელიც ბოლო 12 ტურია ვერ იგებს. ამჯერად, გუნდი მეოთხეადგილოსან “იაგელონიასთან” გასვლაზე 0:1 დამარცხდა. ლაშა დვალის “პოგონის” ძირითადში იყო და შეუცვლელად ითამაშა, მათე ცინცაძე კი ტრავმირებულია და განაცხადში არ ყოფილა.

დავით ხოჭოლავა

წაგების მიუხედავად, “არკა” 18 ტურის შემდეგ 25 ქულით მე-8 ადგილზეა და “ვისლას” 2 ქულითა და 2 პოზიციით ასწრებს. “პოგონი“ კი 10 ქულით ბოლო, მე-16-ეა.

უკრაინის პრემიერლიგის მე-18 ტურში გათამააშებას ლიდერმა დონეცკის “შახტარმა” “ვერესი” 2:0 დაამარცხა. დავით ხოჭოლავა დონბასელთა თადარიგში იყო.

პოლტავას “ვორსკლამ” “ოლეკსანდრია” მიიღო და 3:1 დაამარცხა. პოლტაველთა ძირითადში იყვნენ სანდრო კობახიძე და და ანდრო გიორგაძე. კობახიძემ 49-ე წუთზე სტუმართა კარი მესამედ აიღო. 18 ტურის შემდეგ “ვორსკლა” 28 ქულით მე-3 პოზიციაზეა.

ორმა სპორტულმა პორტალმა, “ფუტბოლმა” და “სპორტარენამ” კობახიძე ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა.

“კობახიძე შემართულად და აქტიურად თამაშობდა და მოახერხა ის, რაც მისმა თანაგუნდელებმა ვერ შეძლეს – ითამაშა მარტივად და გაიტანა” – წერს “სპორტარენა”

“დიდი ხანია, ქართველ შემტევ ნახევარმცველს ასეთი კაშკაშა თამაში არ ჩაუტარებია. მარჯვენა ფლანგზე გამუდმებული შეტევების გარდა, კობახიძემ გასაოცარი სილამაზის გოლიც გაიტანა და შეხვედრას ინტრიგა დაუკარგა. ზოგიერთ ეპიზოდში თამაშს საკუთარ თავზე სრულად იღებდა და პარტნიორებსაც კარგად უგებდა”- ამას უკვე ინტერნეტ-გამოცემა “”ფუტბოლის” წერს, რომელმაც კობახიძის გოლი მე-18 ტურის ტოპ-5 გოლში დაასახელა.

სანდრო კობახიძე

დანია

დანიის სუპერლიგის მე-18 ტური ქართველი გულშემატკივრისთვსი საინტერესო იმით გამოდგა, რომ დავით სხირტლაძისა და მათე ვაწაძის “სილკებორგმა” საბა ლობჟანიძის “რანდერსს” უმასპინძლა და 3:2 დაამარცხა.

“სილკებორგი” პირველი და ბოლო გოლები გაიტანა: მე-8 წუთზე გუნდი დააწინაურა, 2:2-ზე, 70-ე წუთზე, გადამწყვეტი ბურთი შეაგდო და საბოლოო ანგარიში დააფიქისრა – 3:2.

დავით სხირტლაძე

სხირტლაძემ და ლობჟანიძემ შეუცვლელად ითამაშეს, ხოლო ვაწაძე მოედანზე 78-ე წუთზე გამოჩნდა. წაგების მიუხედავად, ლობჟანიძემ მორიგი მშვენიერი შეხვედრა ჩაატარა: მე-6 წუთზე თანაგუნდელი მეკარესთან პირისპირ დატოვა და მან მომენტით ვერ ისარგებლა. მე-12 წუთზე გაამწვავა შეტევა, რომელიც პირველი გოლით დასრულდა, ხოლო მე-14

წუთზე თანაგუნდელი მეკარესთან ისევ პირისპირ დატოვა და პარტნიორმა ამჯერადაც ვერ იხეირა. თუმცა, 33-ე ეფექტური დრიბლინგი განახორციელა და მშვენიერი საგოლე გადაცემა გააკეთა.

18 ტურის შემდეგ სხირტლაძისა და ვაწაძის “სილკებორგი” სუპერლიგაში 17 ქულით მეთორმეტე ადგილზეა, ხოლო ლობჟანიძის “რანდერსმა” 14 ქულით – მეცამეტეზე.

გერმანია

გერმანიის II ბუნდესლიგის მე-16 ტურში აკაკი გოგიას ბერლინის ”უნიონი” ”ბოხუმთან” გასვლაზე 1:2 დამარცხდა. გერმანიის ქართველმა მოქალაქემ, გოგიამ შეუცვლელად ითამაშა. ”უნიონი” 26 ქულით მეოთხეზეა და სამი ქულით ჩამორჩება “ნიურნბერგს”, სადაც საქართველოს გერმანელი მოქალაქე, ჩვენი ნაკრების კანდიდატი ლუკას ჰუფნაგელი თამაშობს. ლუკას გუნდმა ბოლო ტურში “სანდჰაუსენი” 1:0 დაამარცხა, მაგრამ ის სათადარიგოებში იყო.

რუსეთი

რუსეთის პრემიერლიგის მე-19 ტურში გია გრიგალავას ტულის „არსენალმა“ ჯანო ანანიძის მოსკოვის „სპარტაკთან“ შეხვედრა ბოლო წუთზე გაშვებული გოლით დათმო – 0:1. გრიგალავამ შეუცვლელად ითამაშა, ანანიძე კი ტრავმირებულია.

გიორგი ლორიას და ჯაბა ლიპარტიას მახაჩყალის “ანჟიმ” კი საკუთარ მოედანზე გიორგი ნავალოვსკის “სკა-ხაბაროვსკი” 4:0 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების მეკარემ მასპინძელთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა, ლიპარტია კი განაცხადშიც არ ყოფილა. ხაბაროვსკელთა შორის ასევე შეუცვლელად ითამაშა ნავალოვსკიმ.

“უფამ” მოუგო პერმის “ამკარს” 3:0. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მცველი, ჯემალ ტაბიძე სათადარიგოებში იყო.

მოსკოვის “ლოკომოტივმა” ყაზანის “რუბინს” ბოლო წუთებზე გატანილი გოლით 1:0 მუგო. მასპინძელთა რიგებში საბა კვირკველიამ შეუცვლელად ითამაშა. “ლოკომოტივი” 42 ქულით პრემიერლიგის ლიდერია და 6 ქულით ასწრებს “ზენიტს” – ამ უკანასკნელმა გიორგი ჭანტურიას “ურალი” შინ 2:1 დაამარცხა. სტუმართა ქართველი ლეგიონერი სათადარიგოებში იყო.

კვიკველია – სიმბოლურში

რუსეთის პრემიერლიგის მე-19 ქართველი ფეხბურთელი მოხვდა. ინტერნეტ-პორტალ “ჩემპიონატმა” ტურის სიმბოლურ ნაკრებს ცნობილი სპეციალისტი, ვალერი გაზაევი ასახელებს, ის კი კვირკველიას ფანია – 19 ტურში სიმბოლურში ქართველი უკვე მე-6 დაასახელა.

“კვირკველია ყოფილი გუნდის წინააღმდეგ შესანიშნავად გამოიყურებოდა. დაცვაში მისი დამაჯერებელი თამაში “ლოკომოტივს” “რუბინთან” მინიმალური ანგარიშით მოგებაში დაეხმარა”, – წერს გააევი.

სოლომონ კვერკველია

პორტუგალია

პორტუგალიის სეგუნდა ლიგის მე-15 ტურში, ავთანდილ ებრალიძის „აკადემიკუ ვიზეუ“ „მადეირას“ ესტუმრა და 3:5 დამარცხდა. ქართველი ფეხბურთელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. წაგების მიუხედავად, “ვიზეუ” პორტუგალიის სეგუნდა ლიგის ლიდერობას ინარჩუნებს.

ავსტრია

ავსტრიის ბუნდესლიგის მე-18 ტურში გიორგი ქვილითაიას ვენის “რაპიდი” “ვოლფსბერგერს” გასვლაზე დაუპირისპირდა და ქულას დასჯერდა 0:0.

ქართველი თავდამსხმელი ძირითადი შემადგენლობაში იყო და 62-ე წუთზე შეცვალეს. “რაპიდი” 30 ქულით მე-3 ადგილზეა და ლიდერს, გრაცის” “შტურმს” 11 ქულით ჩამორჩება.

ჰოლანდია

ერედივიზიონის მე-14 ტურში გურამ კაშიას “ვიტესი” “ფეინოორდს” ესტუმრა და 0:1 წააგო. არნემელთა ქართველმა კაპიტანმა შეუცვლელად ითამაშა. “ვიტესი” 22 ქულით მე-7 ადგილზეა.

ესპანეთი

გიორგი პაპუნაშვილის “სარაგოსა” ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის მე-17 ტურში ხიხონის “სპორტინგს” ესტუმრა და 1:0 დაამარცხა. ქართველმა შემტევმა სარაგოსელთა შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა. “სარაგოსა” 22 ქულით მე-13 პოზიციაზე დაწინაურდა.

გიორგი აბურჯანიას “სევილია ბ”-მ “ლუგოსთან” საშინაო მატჩი 1:1 დაასრულა. ქართველი მოედანზე 83-ე წუთზე გამოჩნდა. “სევილია ბ” 13 ქულით ბოლოსწინა, 21-ე ადგილზეა.

ოთარ კაკანაძის “ხიმნასტიკს” გასვლაზე “ოსასუნასთან” უნდა ეთამაშა, მაგრამ შეხვედრა გადაიდო.