ფეხბურთი | ქარიმ ბენზემა თურქულ „ბეშიქთაშში“ გადასვლასთან ახლოს არის #1TVSPORT

14:04, 31.01.2026
JEDDAH, SAUDI ARABIA - DECEMBER 26: Karim Benzema of Al-Ittihad looks on prior to the Saudi Pro League match between Al-Ittihad and Al-Nassr at Prince Abdullah Al Faisal Stadium on December 26, 2023 in Jeddah, Saudi Arabia. (Photo by Yasser Bakhsh/Getty Images)

საუდის არაბეთის „ალ-იტიჰადის“ ფორვარდმა, ქარიმ ბენზემამ, შესაძლოა, კარიერა „ბეშიქთაშში“ გააგრძელოს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს ჟურნალისტი ექრემ ქონური.

წყაროს ცნობით, თურქული კლუბი მზად არის, შესთავაზოს „ალ-იტიჰადს“ 3 მილიონი ევრო ფრანგ ფეხბურთელთან კონტრაქტის გაწყვეტისთვის.

ადრე ცნობილი გახდა, რომ ბენზემა „ალ-იტიჰადის“ დატოვებას აპირებს, რადგან ახალი კონტრაქტის პირობები შეურაცხყოფად მიიღო.

ამ სეზონში ბენზემამ ყველა ტურნირზე 21 მატჩი ჩაატარა და 16 გოლი გაიტანა.

მსგავსი