ფეხბურთი | „ქაირათმა“ ოფიციალურად დაადასტურა - გიორგი ზარიამ გუნდი დატოვა #1TVSPORT
ფეხბურთი | „ქაირათმა“ ოფიციალურად დაადასტურა - გიორგი ზარიამ გუნდი დატოვა #1TVSPORT

ალმათის „ქაირათმა“ გიორგი ზარიას გუნდიდადნ წასვლა ოფიციალურად დაადასტურა.

„გიორგი ზარიასქაირათთან“ კონტრაქტის ვადა ამოეწურა და გუნდი დატოვა. 28 წლის ზარია „ქაირათს“ 2024 წლის დასაწყისში შეუერთდა. მან პირველივე ოფიციალურ მატჩში გატანილი გოლით გუნდს გამარჯვება მოუტანა.

2024 წლის სეზონში 30 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა, 7 საგოლე გადაცემა შეასრულა და ყაზახეთის პრემიერლიგის საუკეთესო ნახევარმცველად დასახელდა. ჩემპიონატის ბოლო ტურში ზარიამატირაუსთან“ მატჩში გამარჯვების გოლი გაიტანა, რამაც გუნდს ყაზახეთის ჩემპიონის ტიტული მოუტანა.

2025 წლის სეზონში „ქაირათი“ მეორედ გახდა ქვეყნის ჩემპიონი, მოიპოვა ყაზახეთის სუპერთასი და უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ძირითად ეტაპზე გავიდა, ზარიამ კი 29 მატჩში 7 გოლი და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა“, – წერია კლუბის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ცნობაში.

საერთო ჯამში, ზარიამ „ქაირათში“ 59 მატჩში 16 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა.