ფეხბურთი | პსჟ „პარიზს“ შეხვდება - ცნობილი გახდა 2025/2026 წლის სეზონის საფრანგეთის თასის 1/16-ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები #1TVSPORT
ცნობილია საფრანგეთის თასის 2025/2026 წლის სეზონის გათამაშების 1/16 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები.
აღნიშნულ ეტაპზე გაიმართება დედაქალაქური დერბი ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენსა“ და საფეხბურთო კლუბ „პარიზს“ შორის. აღსანიშნავია, რომ ამ კლუბების სტადიონებს შორის დაშორება მხოლოდ 44 მეტრია. პსჟ და „პარიზი“ ერთმანეთთან იანვრის დასაწყისში ლიგა 1-ის ეგიდითაც ითამაშებენ – მატჩი 4 იანვარს შედგება.
გიორგი წიტაიშვილისა და გიორგი აბუაშვილის „მეცი“ 1/16-ფინალურ ეტაპზე „მონპელიეს“ დაუპირისპირდება.
1/16-ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები:
პსჟ – „პარიზი“
„ლილი“ – „ლიონი“
„ნანტი“ – „ნიცა“
„მეცი“ – „მონპელიე“
„ანჟე“ – „ტულუზა“
„ბაიო“ – „მარსელი“
„ორლეანი“ – „მონაკო“
„სოშო“ – „ლანსი“
„ლე პიუი“ – „რეიმსი“
„ოტ ლიონე“ – „ლორიანი“
„მონტრეი“ – „ამიენი“
„ისტრისი“ – „ლავალი“
„ავრანში“ – „სტრასბური“
„ლე მანი“ – „ნანსი“
„შანტილი“ – „რენი“
„ბასტია“ – „ტრუა“
თასის შეხვედრები საფრანგეთში 11, 12, 13 და 14 იანვარს გაიმართება.