ფეხბურთი | „პარი სენ-ჟერმენს“ დეზირე დუე ორი თვის განმავლობაში ვერ დაეხმარება #1TVSPORT
საფრანგეთის ჩემპიონატის მე-10 ტურში „ლორიანთან“ მიღებული ტრავმის გამო „პარი სენ-ჟერმენს“ ერთ-ერთი ლიდერი დეზირე დუე ორი თვის განმავლობაში ვერ დაეხმარება, – ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.
დუემ „ლორიენთან“ შეხვედრის დროს ბარძაყის კუნთი დაიზიანა. მისი მდგომარეობა ნოემბრის სანაკრებო შესვენების შემდეგ კიდევ ერთხელ შეფასდება, თუმცა, წინასწარი ცნობით, ტრავმა სერიოზულია.

გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალის საუკეთესო მოთამაშემ მიმდინარე სეზონში მხოლოდ 8 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ხოლო მის ანგარიშზე 3 გოლია.
ამჟამად „პარი სენ-ჟერმენი“ საფრანგეთის ჩემპიონატში 21 ქულით პირველ ადგილზეა.