ფეხბურთი | „პარი სენ-ჟერმენმა“ „ლილი“ დაამარცხა - კვარაცხელია მეორე ტაიმში შეცვალეს #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ საფრანგეთის ლიგა 1-ში „ლილს“ უმასპინძლა და დიდი ანგარიშით დაამარცხა – 3:0.
მე-18 ტურის შეხვედრაში ქართველი თავდამსხმელი პარიზული გრანდის ძირითად შემადგენლობაში იყო, 63 წუთი ითამაშა და მოედანი ისე დატოვა, გოლით და საგოლე გადაცემით თავი ვერ გამოიჩინა.
მე-13 წუთზე ანგარიში უსმან დემბელემ გახსნა, რომელმაც 64-ე წუთზე ეფექტური გოლი გაიტანა და დუბლი შეასრულა – სამ მცველს შორის მოქცეულმა, მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო. საბოლოო ანგარიში კი 90+3-ე წუთზე ბრედლი ბარკოლამ დააფიქსირა.
18 ტურის შემდეგ „პარი სენ-ჟერმენს“ 42 ქულა აქვს.