ფეხბურთი | „პარი სენ-ჟერმენი“ ენცო ფერნანდესის ტრანსფერით დაინტერესდა #1TVSPORT
ფეხბურთი | „პარი სენ-ჟერმენი“ ენცო ფერნანდესის ტრანსფერით დაინტერესდა #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენი“ ყურადღებით აკვირდება „ჩელსის“ ნახევარმცველის, ენცო ფერნანდესის ირგვლივ არსებულ ვითარებას, – ინფორმაციას გამოცემა „ეკიპი“ ავრცელებს.

წყაროს ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ენცო ფერნანდესს „ჩელსისთან“ გრძელვადიანი კონტრაქტი აკავშირებს, ის მაინც რჩება პსჟ-ის ერთ-ერთ სამიზნედ. ნახევარმცველი განსაკუთრებით ლუის ენრიკეს მოსწონს.

ფრანგულ კლუბში მიაჩნიათ, რომ ენცოს ტრანსფერი შესაძლებელი შეიძლება იყოს, რადგან „ჩელსიში“ არსებული ვითარება გაურკვევლობას ქმნის. გავრცელებული ინფორმაციით, ფერნანდესი უკმაყოფილო დარჩა მას შემდეგ, რაც კლუბმა მთავარი მწვრთნელი ენცო მარესკა გაათავისუფლა.

მარესკასა და ფერნანდესს ახლო ურთიერთობა აკავშირებდათ. იტალიელი სპეციალისტი არგენტინელის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი იყო. ახალი წლის პირველ დღეს მარესკას გათავისუფლებამ ფერნანდესი იმედგაცრუებული დატოვა და ნახევარმცველმა უკვე დაიწყო საკუთარ მომავალზე ფიქრი.