ფეხბურთი | ოთარ კიტეიშვილმა ტრავმა მიიღო და პირველ ტაიმში შეცვალეს #1TVSPORT
ავსტრიის ბუნდესლიგაში ოთარ კიტეიშვილისა და გიზი მამაგეიშვილის გრაცის „შტურმი“ სტუმრად „ტიროლს“ დაუპირისპირდა და 0:1 დამარცხდა.
გიზი მამაგეიშვილს არ უთამაშია. ქართველებიდან მოედანზე მხოლოდ ოთარ კიტეიშვილი გავიდა, რომელიც 42-ე წუთზე ტრავმის გამო შეცვალეს.
ჯერჯერობით უცნობია, დაზიანება რამდენად სერიოზულია – კიტეიშვილის სამედიცინო გამოკვლევა უახლოეს დღეებში ჩაუტარდება.