ფეხბურთი | ოთარ კიტეიშვილმა ევროპა ლიგაზე „პანათინაიკოსს“ გაუტანა [ვიდეო] #1TVSPORT

ევროპა ლიგის მე-5 ტურში, ათენში ოთარ კიტეიშვილმა შესანიშნავი გოლი გაუტანა „პანათაინაიკოსს“, მაგრამ გრაცის „შტურმი“ მაინც დამარცხდა – 1:2.

34-ე წუთზე, როდესაც ბერძნები 1:0-ს იგებდნენ, ქართველმა ნახევარმცველმა შორიდან ეფექტური დარტყმით გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა. მან ავსტრიულ გუნდში საუკეთესო შეფასება მიიღო – 7.0 ქულა. კიტეიშვილი 73-ე წუთზე შეცვალეს, 74-ე წუთზე კი მასპინძლებმა გამარჯვების გოლის გატანა მოახერხეს.

ლუკა გუგეშაშვილის პაოკ-ი კი შინ ნორვეგიულ „ბრანთან“ ქულას დასჯერდა 1:1. საქართველოს ნაკრების მეკარე განაცხადში არ იყო.

კონფერენს ლიგის მე-4 ტურში ირაკლი აზაროვის დონეცკის „შახტარი“ „შემროკ როვერსს“ ირლანდიაში ესტუმრა და 2:1 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების მცველი უკრაინული გუნდის სასტარტო შემადგენლობაში იყო და 75 წუთი ითამაშა.