ფეხბურთი | ოთარ კიტეიშვილმა დანიური „კოპენჰაგენის“ კარში გოლი გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT

ოთარ კიტეიშვილისა და გიზი მამაგეიშვილის გრაცის „შტურმმა“ ესპანეთის საკურორტო ქალაქ მარბელაში მიმდინარე შეკრებაზე ამხანაგური მატჩი „კოპენჰაგენთან“ გამართა და 4:2 გაიმარჯვა.

ავსტრიის ჩემპიონმა პირველი ტაიმი 2:1 მოიგო, 54-ე წუთზე კი მეკარესთან პირისპირ გასულმა კიტეიშვილმა „შტურმის“ უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა და ანგარიში 3:1 გახადა. ქართველმა ნახევარმცველმა მოედანი 72-ე წუთზე დატოვა, მის ნაცვლად კი თამაშში გიზი მამაგეიშვილი ჩაერთო.

გრაცის „შტურმი“ სეზონს 22 იანვარს ევროპალიგის ძირითადი ეტაპის მატჩით განაახლებს – ავსტრიის ჩემპიონი როტერდამში „ფეიენოორდს“ ესტუმრება, ხოლო 30 იანვარს შინ ნორვეგიულ „ბრანს“ დაუპირისპირდება.