ფეხბურთი | ოთარ კიტეიშვილის „შტურმის“ ფრე უეფა-ს ევროპა ლიგაზე „ნოტინგემ ფორესტის“ წინააღმდეგ #1TVSPORT
ფეხბურთი | ოთარ კიტეიშვილის „შტურმის“ ფრე უეფა-ს ევროპა ლიგაზე „ნოტინგემ ფორესტის“ წინააღმდეგ #1TVSPORT

ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმი“ უეფა-ს ევროპა ლიგის ძირითადი ეტაპის მეოთხე ტურში საკუთარ მოედანზე ინგლისურ „ნოტინგემ ფორესტს“ შეხვდა. მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი გრაცელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 57 წუთი გაატარა. კიტეიშვილმა ანალიტიკური ვებგვერდებისგან 7.3 შეფასება მიიღო.

4 ტურის შემდეგ უეფა-ს რანგით მეორე დონის საკლუბო ტურნირზე „შტურმს“ 4 ქულა აქვს და 23-ე ადგილზეა. პლეი ოფში ბრძოლას 8 ტურის შემდეგ 24 საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი გააგრძელებს.