ფეხბურთი | ოთარ კიტეიშვილი ტრავმის გამო ორი კვირა ვერ ითამაშებს #1TVSPORT
ფეხბურთი | ოთარ კიტეიშვილი ტრავმის გამო ორი კვირა ვერ ითამაშებს #1TVSPORT

ოთარ კიტეიშვილის ტრავმა სერიოზული არ გამოდგა და გამოცდილი ნახევარმცველი მოედანს ორ კვირაში დაუბრუნდება – ინფორმაციას GEO TEAM-ი ავრცელებს.

საქართველოს ნაკრების და გრაცის „შტურმის“ ნახევარმცველი ვარჯიშს „ლინცთან“ თამაშის შემდეგ განაახლებს.

კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის ბოლო ტურში, „ტიროლთან“ გასვლით შეხვედრაში დაშავდა და პირველ ტაიმში შეცვალეს. „ჯვაროსნების“ ერთ-ერთი ლიდერი თამაშს ორ კვირაში განაახლებს და, სავარაუდოდ, პირველ მარტს „ვოლფსბერგერთან“ ითამაშებს.