ფეხბურთი | ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის მოთამაშეთა რეიტინგის ლიდერია #1TVSPORT
ფეხბურთი | ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის მოთამაშეთა რეიტინგის ლიდერია #1TVSPORT

ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის საუკეთესო მოთამაშეების რეიტინგში ლიდერობს, – რჩეული ფეხბურთელების სიას ანალიტიკური პლატფორმა Sofascore-ი რეგულარულად ანახლებს.

ქართველი ნახევარმცველი ბოლო პერიოდში შესანიშნავ ფორმაში შევიდა და ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა – ორჯერ ავსტრიის ბუნდესლიგაში და ერთხელ ევროპის ლიგაზე.

ევროპის ლიგაზე „პანათაინაიკოსთან“ შეხვედრის შემდეგ, ავსტრიის ბუნდესლიგაში „ჰარტბერგთან“ კიტეიშვილი თამაშში 54-ე წუთზე ჩაერთო, თუმცა ერთი-ერთი საუკეთესო იყო. მან 8.5 ქულა დაიმსახურა და ბუნდესლიგის საერთო რეიტინგში საშუალო 7.6 ქულით პირველ ადგილზეა – ასეთია Sofascore-ის შეფასება.

ოთარ კიტეიშვილს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 18 მატჩში 11 გოლი და 2 საგოლე გადაცემა აქვს. მათ შორის, ავსტრიის ბუნდესლიგაში – 8 გოლი და 2 ასისტი, რითიც ოთხ ფეხბურთელთან ერთად ბომბარდირთა დავის ლიდერია.