ფეხბურთი | ოთარ კაკაბაძემ ოპერაცია გაიკეთა - საქართველოს ნაკრებს მცველი სამი თვე ვერ ითამაშებს #1TVSPORT
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და პოლონური „კრაკოვიას“ მცველმა, ოთარ კაკაბაძემ აქილევსის მყესზე ოპერაცია გაიკეთა, რის გამოც მას სამი თვე გაუცდება – ინფორმაციას პოლონური კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
„ოთარ კაკაბაძეს აქილევსის მყესზე ოპერაციის გაკეთება დასჭირდა, რომელიც ფინეთში მსოფლიოში აღიარებულმა ქირურგმა, ლასე ლეპმაინენმა ჩაატარა. ოპერაციამ გართულების გარეშე ჩაიარა. აღდგენით პროცესს დაახლოებით სამი თვე დასჭირდება, რის შემდეგაც ფეხბურთელი მოედანზე დაბრუნებას შეძლებს“.
2025-2026 წლების სეზონში კაკაბაძემ „კრაკოვიაში“ 13 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტნა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა. პოლონეთის ჩემპიონატში „კრაკოვია“ 27 ქულით მე-6 ადგილზეა.
გუნდი მომდევნო მატჩს 2 თებერვალს სტუმრად „ტერმალიკასთან“ გამართავს.