ფეხბურთი | „ოქროს ბურთის“ განახლებული რეიტინგის ლიდერი ჰარი კეინია #1TVSPORT
ავტორიტეტულმა გამოცემამ, Goal-მა 2026 წლის „ოქროს ბურთის“ ჯილდოს განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლის ლიდერიც მიუნხენის „ბაიერნის“ ინგლისელი თავდამსხმელი ჰარი კეინია (40 გოლი, 4 პასი).
სიაში მეორე ადგილს იკავებს მადრიდის „რეალის“ ფრანგი ვარსკვლავი კილიან მბაპე, რომელმაც მიმდინარე სეზონში უკვე 41 გოლის გატანა მოახერხა.
მესამე პოზიციაზეა „მანჩესტერ სიტის“ ნორვეგიელი ლიდერი ერლინგ ჰალანდი, მის ანგარიშზე 40 გოლი და ექვსი საგოლე გადაცემაა.
ათეულშია „ოქროს ბურთის“ რეკორდსმენი, რვაგზის გამარჯვებული ლიონელ მესი.
2026 წლის „ოქროს ბურთის“ მოგების TOP 10:
- ჰარი კეინი („ბაიერნი“, ინგლისი)
- კილიან მბაპე („რეალი“, საფრანგეთი)
- ერლინგ ჰალანდი („მანჩესტერ სიტი“, ნორვეგია)
- ლამინ იამალი („ბარსელონა“, ესპანეთი)
- მაიკლ ოლისე („ბაიერნი“, საფრანგეთი)
- ვიტინია (პსჟ, პორტუგალია)
- დეკლან რაისი („არსენალი“, ინგლისი)
- ლუის დიასი („ბაიერნი“, კოლუმბია)
- რაფინია („ბარსელონა“, ბრაზილია)
- ლიონელ მესი („ინტერ მაიამი“, არგენტინა)