ფეხბურთი | OPTA-ს ვერსიით, მსოფლიო ჩემპიონატის მოგების მთავარი ფავორიტი ესპანეთის ნაკრებია #1TVSPORT
ფეხბურთი | OPTA-ს ვერსიით, მსოფლიო ჩემპიონატის მოგების მთავარი ფავორიტი ესპანეთის ნაკრებია #1TVSPORT

ანალიტიკურმა პლატფორმამ, OPTA-მ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა.

სტატისტიკური გვერდის მიხედვით, ტურნირის მოგების მთავარი ფავორიტი ესპანეთის ნაკრებია – ევროპის მოქმედი ჩემპიონის შანსი მუნდიალზე 17 პროცენტია.

მეორე ადგილზე საფრანგეთის ნაკრებია 14.1 პროცენტით, ხოლო მესამე პოზიციას ინგლისი იკავებს 11.8 პროცენტით. მოქმედი ჩემპიონის, არგენტინის შანსები 8.7 პროცენტით ფასდება და ამ მხრივ სამხრეთამერიკული ნაკრები მეოთხე ადგილზეა.

შემდეგ მოგიან გერმანიის (7.1%), პორტუგალიის (6.6%), ბრაზილიის (5.6%) და ნიდერლანდების (5.2%) ნაკრებები.

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატი ჩრდილოეთ ამერიკის სამ ქვეყანაში – აშშ-ში, მექსიკასა და კანადაში ჩატარდება. ტურნირი 2026 წლის 11 ივნისს დაიწყება და 19 ივლისს დასრულდება.