ფეხბურთი | ოჯახური პრობლემების გამო დიკ ადვოკაატმა კურასაოს ნაკრები დატოვა და გუნდს მუნდიალზე არ უხელმძღვანელებს #1TVSPORT
ფეხბურთი | ოჯახური პრობლემების გამო დიკ ადვოკაატმა კურასაოს ნაკრები დატოვა და გუნდს მუნდიალზე არ უხელმძღვანელებს #1TVSPORT

ნიდერლანდელმა სპეციალისტმა, დიკ ადვოკაატმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასული ყველაზე პატარა ქვეყნის, კურასაოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა.

78 წლის ადვოკაატის თანამდებობიდან გადადგომა პირადი მიზეზებით იყო გამოწვეული. როგორც ცნობილი ხდება, მის ქალიშვილს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და მან ოჯახთან ყოფნა არჩია.

„ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ოჯახი ფეხბურთზე მნიშვნელოვანია და ეს გადაწყვეტილებაც ბუნებრივია. კურასაო, ადგილობრივი საზოგადოება და კოლეგები ძალიან დამაკლდებიან. ყველაზე პატარა ქვეყნის მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა ჩემი კარიერის ერთ-ერთ გამორჩეულ მიღწევად დარჩება“, – განაცხადა ადვოკაატმა.

კურასაოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე E ჯგუფში გერმანიასთან, კოტ დ’ივუარსა და ეკვადორთან ერთად ითამაშებს. ჯერ უცნობია, ვინ უხელმძღვანელებს გუნდს.