ფეხბურთი | ოფიციალურად – ტამი აბრაჰამი „ასტონ ვილაში“ დაბრუნდა #1TVSPORT

07:04, 28.01.2026

„ასტონ ვილამ“ თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაცხადა ფორვარდ ტამი აბრაჰამის შეძენის შესახებ, რომელიც ადრე უკვე თამაშობდა ბირმინგემულ კლუბში.

ინგლისელი „ჩელსის“ აღზრდილია, გარდა ამისა, კარიერის განმავლობაში თამაშობდა „რომაში“, „მილანში“, „ბეშიქთაშსა“ და სხვა გუნდებში. „ასტონ ვილაში“ აბრაჰამი 2018-19 წლების სეზონში გამოდიოდა და გუნდს პრემიერლიგაში გადასვლაში დაეხმარა.

მიმდინარე სეზონში „ბეშიქთაშში“ აბრაჰამმა ყველა ტურნირზე 26 მატჩი ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

მსგავსი