ფეხბურთი | ოფიციალურად - ნეიმარმა „სანტოსთან“ კონტრაქტი გააგრძელა #1TVSPORT
ბრაზილიურმა „სანტოსმა“ თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაცხადა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ფორვარდ ნეიმართან. ახალი ხელშეკრულება 2026 წლის ბოლომდე იქნება ძალაში. გარიგების ფინანსური დეტალები პრესისთვის უცნობი დარჩა.
33 წლის ნეიმარი „სანტოსში“ 2025 წლის იანვარში დაბრუნდა და მას შემდეგ ყველა ტურნირზე 28 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.