ფეხბურთი | ოფიციალურად - ლუის სუარესმა „ინტერ მაიამისთან“ კონტრაქტი გააგრძელა #1TVSPORT
ფეხბურთი | ოფიციალურად - ლუის სუარესმა „ინტერ მაიამისთან“ კონტრაქტი გააგრძელა #1TVSPORT

MLS-ის ჩემპიონმა „ინტერ მაიამიმ“ კონტრაქტი გაახანგრძლივა 38 წლის ფორვარდთან ლუის სუარესთან.

როგორც ამერიკული კლუბის პრესსამსახური წერს, ურუგვაელ ფეხბურთელთან ახალი ხელშეკრულება 2026 წლის ბოლომდე იქნება ძალაში.

2025 წლის სეზონში სუარესმა 50 მატჩში 17 გოლი გაიტანა და 17 შედეგიანი გადაცემა შეასრულა, „ინტერ მაიამი“ კი თავის ისტორიაში პირველად გახდა MLS-ის ჩემპიონი.

ფლორიდულ კლუბში ფორვარდს ჯამში 42 გოლი და 29 შედეგიანი პასი დაუგროვდა 87 მატჩში.