ფეხბურთი | ოფიციალურად - „ბარსელონამ“ ფერმინთან კონტრაქტი გააგრძელა #1TVSPORT
„ბარსელონა“ მოელაპარაკა კონტრაქტის გაგრძელებაზე თავის ნახევარმცველს, ფერმინ ლოპესს.
22 წლის ფეხბურთელის ახალი ხელშეკრულება კატალონურ კლუბთან 2031 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში.
აღნიშნავენ, რომ კონტრაქტი ფერმინთან, რომელიც კლუბის აკადემიაში 13 წლიდან აღმოჩნდა, ხელმოწერილი იქნება უახლოეს დღეებში.
ამ სეზონში ესპანელმა ნახევარმცველმა 26 ოფიციალურ მატჩში 10 გოლი გაიტანა და 11 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.