ფეხბურთი | ნონი მადუეკე ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა #1TVSPORT
ფეხბურთი | ნონი მადუეკე ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა #1TVSPORT

უეფა-მ ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელად ლონდონის „არსენალის“ ინგლისელი თავდამსხმელი ნონი მადუეკე დაასახელა.

23 წლის მადუეკემ „ბრიუგესთან“ შეხვედრაში ორი გოლი გაიტანა. საბოლოოდ, ბელგიურ გუნდთან „არსენალმა“ 3:0 მოიგო და ლიგის ფაზის ლიდერია 6-დან 6 მოგებით.

კვირის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის, მადუეკეს გარდა, ჟიულ კუნდე („ბარსელონა“), შარლე დე კეტელარე („ატალანტა“) და ოსკარ გლუხი („აიაქსი“) იბრძოდნენ.

მიმდინარე სეზონში ნონი მადუეკეს ჩემპიონთა ლიგაზე 3 გოლი აქვს გატანილი.